მასწავლებლის დღიური


სსიპ ქალაქ თბილისის N207  საჯარო სკოლა
პროფილი / დისციპლინა : ბიოლოგია
 წრის დასახელება :  „DNA“
წრის ხელმძღვანელი : სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი  - მარინე გვასალია
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა  : 2019 -2020  სასწავლო წლის I - II სემესტრი
შეხვედრების განრიგი  : თვეში ერთი სამუშაო შეხვედრა
მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი  : X  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში  :10-15 მოსწავლე
აქტუალურობა და წრის შექმნის მიზანი :
 მოგეხსენებათ, სწავლა არის პროცესი,რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება.ფორმალური განათლება  ვიცით, რომ  შინაარსის თვალსაზრისით სტრუქტურირებულია, წინასწარ არის  გაწერილი  პროგრამა, სასწავლო რესურსები, დრო.
 არაფორმალური განათლება კი მთლიანად ინდივიდის სურვილებზეა აგებული - რა, სად , როგორდა რატომ შეისწავლოს. არახალია,რომ  თითოეული ადამიანი უფრო მეტ ცოდნას იძენს უშუალოდ სამუშაო გამოცდილების,  მეგობრებთან ურთიერთობის, ინტერნეტ რესურსების თუ სხვა გზით, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად  უყალიბდება გარკვეული  დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.
 ოცდამეერთე საუკუნეში ინდივიდმა მუდმივად  უნდა იზრუნოს თვითგანვითარებაზე, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ სწავლებებში, დისკუსიებში, დებატებში, შეიძინოს კონტაქტები, ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიმუშაოს ახალი  უნარ-ჩვევები, იმისთვის, რომ ჰქონდეს შესალებლობა შეივსოს დანაკლისი, რაც გამოწვეულია ფორმალური განათლების დაუხვეწელობით.
 ვიცით,რომ არაფორმალური განათლება არ  არის  ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილიის მიზნად ისახავს მოსწავლეში  უნარ-ჩვევებისკომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ,უშუალო  გარემოში, სადაც მოსწავლეებს უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით. ამ საუკუნეში მოსწავლეებს სჭირდებათ ისეთი კომპეტენციების განვითარება ,რომლებიც მათ ზრდასრულობაში სხვადასხვა სიტუაციაში გამოადგებათ. ასეთებია: პრეზენტაციის უნარები,  პუბლიკასთან ურთიერთობა,დებატებში მონაწილეობა, თანამშრომლობა, გუნდურობა, კომუნიკაცია, ,შემოქმედებითი უნარები  და ა.შ. მოსწავლეები ასეთ არაფორმალურ გარემოში რაც მთავარია, კმაყოფილი არიან საკუთარი შედეგებით, ხდებიან საკუთარ თავში დარწმუნებულნი, თავს გრძობენ უფრო  რეალიზებულად,არ ერიდებიან შეცდომების დაშვებას,არიან უფრო ღია და თავისუფალი.
 ცხადია,რაც უფრო ვითარდება საზოგადოება და ეკონომიკა მით უფრო არასაკმარისი ხდება ფორმალური განათლება და უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ გამოცდილებას.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,ასევე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან , უკვე  წლების განმავლობაში დაგროვილი პედაგოგიური გამოცდილებიდან  და დაკვირვებებზე  ,თუ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით და ამ ყოველივეზე დაყრდნობით  საჭირო აუცილებლობად ჩავთვალე და გადავწყვიტე  შემექმნა ბიოლოგიის საგნობრივი წრე „DNA“. წრეში  დიდი სიამოვნებით გაერთიანდნენ მეათე კლასის მოსწავლეები ,ნებაყოფლობით. მოსწავლეებთან ერთად  წრეს შევურჩიეთ სახელწოდება, შევიმუშავეთ სამუშაო გეგმა და შესაბამისი სამუშაო განრიგი და თუ გვინდა მოსწავლეებში ოცდამეერთე საუკუნის შესაბამისი უნარები განვავითაროთ, საინტერესო,მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული,სახალისო,ინტელექტუალური,შემოქმედებითი საწრეო შეხვედრები მართლაც  ღირსეულად შეასრულებენ ამ როლს.

სსიპ ქალაქ თბილისის N207  საჯარო სკოლის ბიოლოგიის წრე  
DNA
სამუშაო გეგმა
N
თემის დასახელება
საკითხთა ჩამონათვალი


შეხვედრის თარიღი
საათების რაოდენობა
რესურსი
1
პირველი სამუშაო შეხვედრა
მოსწავლეებთან ერთად ბიოლოგიის წრეს შევურჩიეთ სახელწოდება DNAგავეცანით  საწრეო  მუშაობისა  და  ჩვენი შეხვედრების მიზანს.
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ შეხვედრების განრიგი.
განვიხილეთ სხვა  საორგანიზაციო საკითხები.
27.09.2019
1 საათი
პრეზენტაცია
სლაიდი DNA
“DNA” -ის მაკეტი
2
ვიქტორინა

მოსწავლეები დაიყო ორ ჯგუფად.მონიტორზე კითხვის გამოჩენის შემდეგ მოსწავლეებს ენიშნებათ დრო ქვიშის საათის დახმარებით.პასუხები ფიქსირდება ფერად ფურცლებზე და გადაეცემა მასწავლებელს.
18.10.2019
 1 საათი
სლაიდი
“ვიქტორინა“
ფერადი ფურცლები
ქვიშის საათი
ყურძნის მტევანი,კაკალი,ლობიოს მარცვლები

3
„მწვანე გასეირნება“ თბილისის ბოტანიკურ ბაღში
მოსწავლეები წინასწარ მოიძიებენ ინფორმაციას თბილისის,ბათუმის,სოხუმის ბოტანიკური ბაღების,მათი შექმნის ისტორიის ,მათი უნიკალურობის შესახებ,რომელსაც გააცნობენ ერთმანეთს და მოაწყობენ პრეზენტაციებს.
1.11.2019
3 საათი
ფოტოაპარატი
ბუშტები
4
ხელნაკეთი რესურსების გამოფენა
ბიოლოგიის წრის მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტში ეწყობა მასწავლებლის მიერ შექმნილი ხელნაკეთი რესურსების გამოფენა.ნამუშევრების მოკლე დახასიათებას მობრძანებულ სტუმრებს შესთავაზებენ მოსწავლეები,უყვებიან შექმნის ისტორიასა და აუცილებლობაზე.
29.11.2019
3 საათი
ფოტოაპარატი
ბუშტები
მცენარეული,ცხოველური უჯრედის,სასუნთქი,გამომყოფი სისტემების,დნმ-ის,საჭმლის მომნელებელი სისტემის,ეკო სახლების და ა.შ. მაკეტები
5
მარტივი ექსპერიმენტების დაგეგმვა და ჩატარება
მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით და შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით ატარებენ მარტივ,სახალისო,საინტერესო ექსპერიმენტებს და მსჯელობენ მიღებულ შედეგებზე.
20.12.2019
1 საათი
ლაბორატორიული ხელსაწყოები
ლაბორატორიული ჭურჭელი
სხვადასხვა დამატებითი რესურსები(მარგანეცი,ლიმონი,აცეტონი,ცარცი,ფოთლები,ბანანი,ძმარი,მარილი,შაბიამანი და ა.შ.)


No comments:

Post a Comment